1. პროექტის
სახელწოდება: Jugend von
heute.
2. პროექტის მთავარი თემა: ახლანდელი ახალგაზრდობის დადებითი
და უარყოფითი მხარეები.
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ემზადებიან პროექტის
ელექტრონული პრეზენტაციისთვის, უვითარდებათ
კვლევა-ძიების უნარ-ჩვევა, ატარებენ გამოკითხვას მეგობრებსა და უფროს თაობას შორის. პრეზენტაციას
აკეთებენ გერმანულ ენაზე, შეიძენენ თანამშრომლობით უნარს, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
4. პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა
შეძლონ პროექტების უცხო ენაზე განხორციელება, პლაკატების შექმნა. ისინი ყურადღებას
გაამახვილებენ დღევანდელი ახალგაზრდობის დადებით და უარყოფით მხარეებზე. გააკეთებენ
ელექტრონულ პრეზენტაციას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
5. მოსწავლეთა ასაკი:15-16 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ადგენენ პროექტის გეგმას, შესრულების ვადებს, ინაწილებენ
ფუნქციებს, ამზადებენ პლაკატებს, შეაქვთ ინფორმაცია კომპიუტერში და ამზადებენ ელექტრონულ
პრეზენტაციას.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,
თაბახის ფურცელი, ფანქარი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა
I -კლასს ვყოფ 2 ჯგუფად. პირველი ჯგუფი ამახვილებს ყურადღებას დადებით მხარეებზე და
ამზადებს შესაბამის პლაკატს (DIE VORTEILE). მეორე ჯგუფი მსჯელობს ახალგაზრდობის უარყოფით
მხარეებზე და ამზადებს პლაკატს (DIE NACHTEILE).
აქტივობა II-მოსწავლეები ადარებენ კვლევის შედეგებს,
მართავენ დისკუსიას.
აქტივობა III-ორივე ჯგუფი ერთად ამზადებს ელექტრონულ
პრეზენტაციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
გერმანული
უცხ.ს.VI.11. მოსწავლეს შეუძლია წერისას შექმნას ტექსტის სტრუქტურა, ფლობს და იყენებს საბაზისო ენობრივ უნარ-ჩვევებს.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
მიზნიდან გამომდინარე, შეარჩევს ტექსტის სათანადო სრუქტურას, სწორად იყენებს აბზაცსა
და სხვა სტრუქტურულ მაორგანიზებლებს (სათაურს, ქვესათაურს, რუბრიკას და სხვა);
·
თავისუფლად იყენებს მარტივ ენობრივ
სტრუქტურებს ლოგიკური კავშირების (მიზეზის, შედეგის, მიზნის, ოპოზიციის, პირობითობის) გამოსახატად;
უცხ.ს.VI.12. მოსწავლე ფლობს და იყენებს წერის ეფექტურ სტრატეგიებს (მოსამზადებელი, ტექსტის შედგენა, ტექსტის გაუმჯობესება) წერის პროცესის
ყველა ეტაპზე.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
შეარჩევს ინფორმაციებსა და იდეებს; მოიფიქრებს, თუ როგორ დააკავშირებს მათ
ერთმანეთთან, ანუ შეიმუშავებს გეგმას;
·
წერს ტექსტს გეგმაზე დაფუძნებით;
11. პროექტის ხელმძღვანელი: თინათინ ჩხაიძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: tinatin593604614@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
tinatinchxaidze.blogspot.com
No comments:
Post a Comment